03:13 - 18 Aug, 2026
|
2017-10-28 15:56:26, 2687 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ნატო-ს ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ამის შესახებ AP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი პროვინცია ლოგრში, პარასკევს საღამოს მოხდა. მედიის ცნობით, დაღუპული ამერიკელი სამხედრო იყო. მან ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, რის გამოც, მისი გარჩენა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის კიდევ 6 წევრი დაშავდა. ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მომხდარს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობა უკვე გამოეხმაურა. მათი განცხადებით, შეუძლიათ ნამდვილად თქვან, რომ ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ. კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)