|
2017-10-27 11:42:25, 2282 ნახვა
სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების და შეძენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით. „ყალბი დოკუმენტის თანახმად, ბრალდებულმა ჯამში 38 522 ლარის ღირებულების ხის მასალა პარტნიორ კომპანიას მიაწოდა. აღნიშნული კომპანიის დირექტორმა კი, თავის მხრივ, დამატებული ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით, ფიქტიურად მიწოდებული საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფასურად 3 500 ლარი გადაიხადა“, - ნათქვამია განცადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)