|
2017-10-26 19:07:07, 1952 ნახვა
კომენტარი
კოჟორიძე: კარგია, რომ უმრავლესობა უსმენს პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენს საერთაშორისო მისიებს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ უმრავლესობის კრიტიკას ეხმაურება. ,,ძალიან კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების: ეუთო/ოდირი-ის, NDI-ის და ადგილობრივი ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ყველა ერთად, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთელ ამ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთერთი მთავარი პრობლემა იყო", - განაცხადა კახა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა“. პრეზიდენტს დღეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, არასწორია“.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)