|
2017-10-26 17:52:41, 1238 ნახვა
სამხედრო
ლელა ჩიქოვანმა DIB-ის გერმანელი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გერმანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ანდრეას გლოდე თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში მნიშვნელოვანი და წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ცნობით, ანდრეას გლოდე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში მრჩევლად ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას მრჩევლის პოზიციაზე ასევე გერმანელი, კონრად ვუდტკე შეცვლის, რომელიც დღეს დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი, ჯგუფის სხვა წარმომადგენლები, საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე და სპეციალური ოპერაციების ძალების მრჩეველი პოლონეთიდან. ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში მუშაობას რამდენიმე კვირის წინ შეუდგა.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)