17:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:51:02, 2103 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: საშინელი წელი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა

საშინელი წელიწადი მქონდა, გარდა კარტოფილის მოსავლისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, თორემ არ ვიცი, მოვიდოდა თუ არ მოვიდოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა მიმდინარე წლის მოსავალი ნეგატიურად შეაფასა.

„ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პამიდორს რაღაც ჭლექი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, ფაქტობრივად კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ჩემი ფინანსური და ოჯახის შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამირღვევია, არც აგროვადები, არც მორწყვა არ დამიკლია, უბრალოდ არ მოვიდა, მოუსავლიანი წელიწადი იყო. რა დამაზღვევდა ამ პროცესში, რა უზრუნველყოფდა იმას, რომ მე შიმშილის ზღვარზე არ გამევლო, მარტო ამაზე რომ ვყოფილიყავი დამოკიდებული, ფაქტობრივად, მე ეს რესურსი ვერ დავინახე. ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვარ თქვეთან დიალოგისთვის და იმის მოსმენისთვის რა გიჭირთ, რა წარმოადგენს თქვენს  მიზნებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics