|
2017-10-26 16:03:17, 2574 ნახვა
კომენტარი
კალაძე: გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონი არასწორია
„გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია“, - ასე უპასუხა თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. „გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება. თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, იყო ზეწოლა, ესეც გამოიძიონ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა, მე პირადად და „ქართულ ოცნებას“, აქ დასაძრახი და სიახლე არაფერი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)