|
2017-10-25 23:21:05, 1805 ნახვა
სპეციალური ანონსი
26 ოქტომბრის ანონსი
11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, „თბილისის მედიცინის ფორუმი 2017-ის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 11:00 საათზე, თბილისის მედიცინის ფორუმის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრება. 12:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტი მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი და ETC-ის პრეზიდენტი დუბრავკა ვრგოჩი პრესკონფერენციას გამართავენ. 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელ კლაუდია შტეინთან ერთად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართულებით არსებულ მონაცემებს წარადგენს. 14:00 საათზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის. 14:00 საათზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს, სებასტიან ჰუსონ დე სამპინის შეხვდება. 16:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი შეაჯამებს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგებს და წარმოადგენს 2017 წელს ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას საქართველოსა და ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებში. 17:00 საათზე Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტარტს აიღებს პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი. 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია კანტის აკადემიის სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციას გამართავს.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)