06:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 22:00:30, 2219 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: როდესაც არ შევედი საკონსტიტუციო კომისიაში, ეს იყო ღიად წასვლა იმ პროცესის წინააღმდეგ, რომლის ბოლოც კარგად ვიცოდი

როდესაც არ ჩავერთე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ეს იყო ღიად წასვლა იმ პროცესის წინააღმდეგ, რომლის ბოლოც მე კარგად ვიცოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან პირველივე დღიდან დაინახა, რომ არსებობდა კონსტიტუციის შეცვლის მოტივაცია საზოგადოებასთან კონსულტაციისა და დისკუსიის გარეშე.

„ეს ნაბიჯი იყო ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ ასეთ ნაბიჯს როცა დგამ, ბუნებრივია მთელი ეს დაპირისპირება რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ იყო წამოსული. ამ ნაბიჯის შინაარსი ვიცოდი, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა წავიდა და მონაწილეობა მიიღო ამ კომისიაში, მერე ყველა გამოვიდა იქედან და ამ კომისიამ მიიღო ის სახე, რაც სამწუხაროდ იყო. მე ვამბობდი, რომ არ შეიძლება კომისიაში შეხვიდე წინაპირობების გარეშე. ეს გამოცდილება ყოველ ჩვენთაგანს, იმ ადმიანებს, სტრუქტურებს, ჯგუფებს, რომლებიც მონაწილეობდნენ კომისიაში, ალბათ დააფიქრებს, სამომავლოდ, შეიძლება კი, მე კომისიის წევრი გავხდე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იმის გათვალისწინებით, რომ მე კომისიაში შევალ, დაფიქსირდება, რომ შიგნით ვმოღვაწეობ და მერე არავინ არ შემეკითხება საბოლოო შედეგს. ალბათ ის ადამიანები, ვინც მანამდე მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში მაკრიტიკებდნენ, რომ რა კარგი იქნებოდა, იქ ვყოფილიყავი, როდესაც დატოვეს მათ ეს კომისია, როდესაც ხელი არ მოაწერეს საბოლოო დოკუმენტს, როდესაც თავი დაინახეს მოტყუებულად, ალბათ იმ მომენტში იფიქრეს, რომ მე არ უნდა შევსულიყავი კომისიაში. ალბათ მომავალში, როდესაც დაუძახებენ რომელიმე კომისიაში ისინი კითხვას დასვამენ - კი მაგრამ რა პრინციპით ვმუშაობთ? ეს იყო რის გამოც მე არ შევედი კომისიაში და ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ პირველი დღიდან დავინახე, რომ არსებობს მოტივაცია შეიცვალოს კონსტიტუცია საზოგადოებასთან კონსულტაციისა და დისკუსიის გარეშე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics