00:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 17:29:19, 2234 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს აფასებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და გამართულ შეხვედრებზე  მხარეები ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდებიან.

„ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრები გვქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენთვის ისრაელთან თანამშრომლობას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ გვაკავშირებს უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი კარგი ურთიერთობები, ჩვენ გვაკავშირებს საუკუნოვანი ურთიერთობა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება.

ძალიან ბევრი გაკეთდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ  ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში გაღრმავებულიყო - ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობის კუთხით და ასე შემდეგ.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ამ კუთხითაც ბევრი რამ არის გაკეთებული. ამ ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდებით ასევე სხვა დეტალებზე ჩვენი თანამშრომლობის",-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics