|
2017-10-25 11:38:56, 2311 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი კაპიტოლიუმში მოხდა. კერძოდ, როდესაც ქვეყნის პირველმა პირმა, რესპუბლიკელების ლიდერთან მიტჩ მაკკონელთან ერთად კაპიტოლიუმში ჟურნალისტების წინ ჩაიარა, უცნობმა მამაკაცმა ტრამპს პატარა დროშები ესროლა. მედიის ცნობით, ვიდეომასალაში მამაკაცის ხმაც ისმის. მან პრეზიდენტს მოღალატე უწოდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას გაურიგდა, რათა საპრეზიდენტო არჩევნები მოეგო. BBC წერს, რომ კანონდამრღვევი კაპიტოლიუმის დაცვამ დააკავა. ის ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი რაიან კლეიტონი აღმოჩნდა. ამასთან, მამაკაცი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტივისტი თეთრი სახლის მეთაურს უპირისპირდება და რუსეთთან გარიგებას აბრალებს. ამავე წლის ივლისში, ის ტრამპის სიძესთან მივიდა და რუსეთის დროშაზე დაწერილი ავტოგრაფი სთხოვა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)