02:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 11:17:35, 2248 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: კიევში მიმდინარე აქციებს საქართველოს მოქალაქეები აფინანსებენ

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, კიევის ცენტში მიმდინარე აქციებს საქართველოს მოქალაქეები აფინანსებენ, - ამის შესახებ 112UA იუწყება.

როგორც ლუცენკომ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ფინანსები უკრაინაში კერძო თვითმფრინავებით გადააქვთ.

მანვე დასძინა, რომ მომიტინგეების ნაწილი აქციაში მონაწილეობისთვის ფულს იღებს.

„ჩემი ინფორმაციით ეს ადამიანები ყიდულობენ იარაღს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ დღეს ეროვნულმა პოლიციამ მიტინგის დღეს იპოვა ორი სამალავი, სადაც იარაღი იყო შენახული. ასევე დავაკავეთ რამდენიმე პირი. ეს ექსტრემისტები იარაღს ყიდულობდნენ. როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი პოსტს იკავებდა, მან 20-მდე ადამიანის ბინადრობის საბუთი მისცა, იმისათვის, რომ დამატებითი მხარდაჭერა ჰქონოდა. მათი ნაწილი საკაშვილის დაცვაში მუშაობდა, ზოგი პირადი მძღოლი იყო“, - განაცხადა ლუცენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics