02:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 18:20:05, 2290 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარედ ვოლფგანგ შოიბლუ აირჩიეს

გერმანიაში, ბუნდესტაგის თავმჯდომარედ ყოფილი ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლუ აირჩიეს, - ამის შესახებ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  შოიბლუ მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია.

მედიის ცნობით, 75 წლის ყოფილი ფინანსთა მინისტრის კანდიდატურას 501 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ 173 დეპუტატი გამოვიდა, ხოლო 30 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის თავმჯდომარე, ფედერალური პრეზიდენტის შემდეგ, მეორე ოფიციალური პირია. მისი კანდიდატურის დაყენების უფლება პარლამენტში უმრავლესობით მოსულ პარტიას აქვს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics