|
2017-10-24 15:53:32, 2010 ნახვა
ეკონომიკა
მაიკლ პრიტჩარდი: ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით დაინტერესებულია
ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის გაცხადებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. "კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად წარმატების მიღწევა, ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს", - აღნიშნა მაიკლ პრიტჩარდმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ლონდონში, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული ღონისძიების შემდეგ. მაიკლ პრიტჩარდის შეფასებით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით უზარმაზარი პოტენციალია არსებობს და ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით სხვადასხვა სექტორებში: „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა დაინტერესებულია ინფრასტრუქტურის, განათლების, გარემოს დაცვის და საცალო ვაჭრობის სფეროებით, ასევე საინტერესოა საფინანსო, საბანკო და საპენსიო სერვისები. ჩვენ დღეს ვიმყოფებით მანსონ ჰაუსში, ლონდონის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და როცა ვსაუბრობთ პენსიებზე, ბანკებსა და ფინანსურ მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს ამ მიმართულებებით". საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით გამართული ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარაო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)