00:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 15:14:06, 2224 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, ფოთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 55,14%-ით გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ფოთის მერობის არჩევნებში 55,14%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ გაიმარჯვა.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხმები 32-ვე უბანზეა დათვლილი. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს” კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძეა (13.36%); მესამე ადგილზე -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მაკა ჯინჯოლია (12,81%).

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მონაცემები ასეთია: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მაია ჩხარტიშვილი - 9,31%;

საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო” ოთარ ხარჩილავა - 8.24%;

საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო” ინგა ჭანტურია - 0,53%;

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” თენგიზ ხოფერია - 0,6%;





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics