|
2017-10-21 19:28:21, 1930 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა
„შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტიას დიდი მხარდაჭერა აქვს. „თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენ საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ამომრჩევლების მხრიდან. ამიტომ, ბუნებრივია, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მოსულიყვნენ, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთა”, - განაცხადა თალაკვაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)