|
2017-10-21 18:18:13, 2000 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე: ძნელია დააფიქსირო, როდესაც ადამიანს ჯიბეში ჩუმად ფულს უდებენ
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოსყიდვების ფაქტები ფიქსირდება. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, განსაკუთრებულად ზეწოლა სოციალურად დაუცველებზე ხორციელდება. "მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ასეთი მასობრივი მოსყიდვები და ფულის ასეთი მასობრივი ხარჯვა არ ყოფილა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებზე. რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი დასაფიქსირებელი, თუმცა ჩვენი აქტივისტები, მაქიმალურად ცდილობენ, რომ დარღვევები დააფიქსირონ. გვაქვს არაერთი ოქმი, სადაც არის დარღვევა დაფიქსირებული. ძნელია დააფიქსირო, როდესაც ადამიანს ჩუმად ჯიბეში ფულს უდებენ. უპრეცენდენტოა სოციალურად დაუცველების მიმართ ზეწოლის განხორციელება. ეს არის ხელისუფლება, რომელიც კადრულობს, რომ ადამიანებს, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან შიშით მიაცემინოს ხმა, დაემუქროს, რომ მათ წაართმევენ ელემენტარულს, რაც მათ სიცოცხლის საშუალებას აძლევს", - განაცხადა ბურჯანაძემ და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)