|
2017-10-21 17:01:43, 1957 ნახვა
კომენტარი
ანა მიქელაძე: ცესკო პოლიტიკური სუბიექტების მოწოდების გარეშეც იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონმდებლობით
„საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მოწოდების გარეშეც, რა თქმა უნდა, ისედაც იხელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით“,-ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე „პატრიოტთა ალიანსისა“ და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მოთხოვნებს. „როგორც ხედავთ, ისინი ახლა მოვიდნენ, შესაბამისად, „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მოწოდების გარეშეც, რა თქმა უნდა, ისედაც იხელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ. „პატრიოტთა ალიანსის“ გამაფრთხილებელი აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან უკვე დასრულდა. როგორც ალიანსის რეგიონული სამსახურის უფროსმა კახაბერ ღირსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. ამიტომ, ღირსიაშვილი ცესკო-ს მოუწოდებს, გაყალბება არ დაუშვას: „ჩვენ გვაქვს უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ მზადდება გაყალბება. უნდა დაუწერონ ბოკერიას და მის პარტიას ის პროცენტი, რომელსაც ის არ იმსახურებს. მოვედით და ვაფრთხილებთ ცესკო-ს, „პატრიოტთა ალიანსი არ დაუშვებს მსგავს რამეს. ხელისუფლება რასაც ეტყვის ცესკოს, იმას გააკეთებს ცსკო. ჩვენთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვინც იბრძოდნენ, დღეს ისინი ძალიან ბევრნი არიან ხელისუფლებაში, გვაქვს უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია“,-აღნიშნა კახაბერ ღირსიაშვილმა. თუმცა მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)