05:03 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 16:45:51, 2017 ნახვა

კომენტარი
ანა მიქელაძე: მარნეულში საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმი მობილიზებული არ არის

ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ადასტურებს მარნეულში საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმის მობილიზებას.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებიდან გამომდინარე,  არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა უბნის გარეთ:

„მარნეულში საარჩევნო უბნებზე არ არის სპეცრაზმი მობილიზებული, რაც შეეხება საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრს,  ამასთან დაკავშირებით  ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ ვფლობთ ინფორმაციას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ამასთან, ანა მიქელაძემ ისაუბრა ხობის საარჩევნო ოლქში არსებულ პროცედურულ ხარვეზზე:

„ხობის საარჩევნო ოლქში # 31-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების შეკვრაში, რომელიც აკინძულია 50 ცალად, აღმოჩნდა  1 ცალი სხვა ოლქის ბიულეტენი, კონკრეტულად ზუგდიდის # 31 საარჩევნო ოლქის 1 ბიულეტენი. სავარაუდოდ, სტამბის მიერ დაშვებული შეცდომაა. კომისიამ შეადგინა ოქმი. აღნიშნული ბიულეტენი არ ყოფილა გამოყენებული საარჩევნო ოლქის მიერ“,-აღნიშნა  ანა მიქელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics