|
2017-10-20 02:15:43, 2474 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: მომხდარს ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში
"მომხდარს ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა მარნეულში განაცხადა, სადაც "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა. "მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან. დილისთვის ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან ინციდენტი მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი, დაჭრილები მარნეულში “ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)