|
2017-10-19 17:32:24, 2313 ნახვა
ეკონომიკა
საოპერაციო ლიზინგი - ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა „თიბისი ლიზინგისგან“
პირველად საქართველოში, „თიბისი ლიზინგმა“ შექმნა ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული პროდუქტი კერძო და იურიდიული პირებისათვის. ეს არის საოპერაციო ლიზინგი, იგივე ავტომობილის გრძელვადიანი იჯარა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მანქანის ფლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტი გადააბაროს თიბისი ლიზინგს და ავტომობილისგან მხოლოდ სიამოვნება მიიღოს. კერძოდ, საოპერაციო ლიზინგის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს დაფინანსებას მისთვის სასურველი ახალი ავტომანქანის ცენტრიდან გამოსაყვანად, რომელიც მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში მის მფლობელობაშია, ხოლო მისი მოვლის პასუხისმგებლობა თიბისი ლიზინგს ეკისრება. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებსმიერი მისთვის სასურველი სერვისი, რომელიც მანქანის მოვლას და მის ექსპლუატაციას სჭირდება და რომელსაც მიიღებს თიბისი ლიზინგისგან. ეს სერვისებია: ავტომობილის მოვლა-შენახვა; საბურავების მართვა; დაზღვევა; გზაზე დახმარება; მძღოლის მომსახურება (რეცხვა და საწვავის ავზის შევსება); სათადარიგო ავტომობილი. საოპერაციო ლიზინგს ერთდროულად რამდენიმე უპირატესობა აქვს: მომხმარებელი იღებს სრულიად ახალ ავტომობილს; თავიდან ირიდებს ყველანაირ ხარჯს და დისკომფორტს, რომელიც ავტომობილის ფლობას უკავშირდება - შეკეთება, მოვლა, დაზღვევა და ა.შ.; ყოველთვიური შენატანი 30-40%-ით ნაკლებია ვიდრე ავტოსესხის შემთხვევაში; ხელშეკრულების პერიოდის ბოლოს შესაძლებელია ავტომობილის დაბრუნება (რაც მისი გაყიდვის პრობლემას ხსნის) ან ახლით ჩანაცვლება (ნებისმიერი სასურველი საავტომობილო ცენტრიდან). საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ამისათვის საჭიროა სასურველი ავტომობილის შერჩევა და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსება თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე www.tbcleasing.ge ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირება: 2 122 111
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)