|
2017-10-19 16:23:54, 1768 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ჯანსაღ გარემოში იცხოვროს
ვაზისუბნის დასახლებაში სარაგბო კლუბ „არმაზის“ ნორჩ მორაგბეთა ტურნირი გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი დაესწრო. როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მსგავსი ღონისძიებებს კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა, რათა მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურ ნორმად იქცეს. „ვაზისუბნის სარაგბო სკოლა საკმაოდ ცნობილია, ვინაიდან ჩვენთან აღზრდილი რაგბისტები დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ. გამარჯვების შემთხვევაში, ისე როგორც ეს თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაშია გაწერილი, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მომავალი თაობა აღიზარდოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ჯანსაღ გარემოში და მათთვის ეს ყოველდღიურ ნორმად იქცეს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ტურნირს ცნობილი ქართველი რაგბისტებიც ესწრებოდნენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)