|
2017-10-19 15:30:23, 1782 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: ე.წ. აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების მოწვევა ევროპარლამენტში სასაცილოა
ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი ე.წ.„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების" ბრიუსელში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, შეუძლებელია ცალკეულ წევრებს კერძო პირების მოპატიჟება აეკრძალოთ, მაგრამ მსგავს ქმედებებს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და შესაბამისად ევროპარლამენტის პოზიციაზე გავლენას არ ახდენს. "ჩემთვის ცნობილია ე.წ. „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის" მოწვევის შესახებ. ეს სასაცილოა და არ აქვს არანირი პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ლეგიტიმურ სტრუქტურას და ის კოლეგები, რომლებიც ცდილობენ ამ შთაბეჭდილების შექმნას წარმოადგენენ ძალიან პატარა ჯგუფს, რომელიც ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე", აღნიშნა ევროპარლამენტარმა გალერმა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)