|
2017-10-19 15:16:06, 1835 ნახვა
პოლიტიკა
თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი მედიკოსებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი ამავე რაიონში მდებარე პედიატრიულ კლინიკა “პრივატს“ ესტუმრა და მედპერსონალს თბილისის მერიის ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. თემქის მაჟორიტარობის კანდიდატმა აქცენტი ბავშვებზე მიმართულ პროგრამებზე გააკეთა და მედიკოსებს,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“, ,,ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის“, ,,ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თამარ ტალიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ექიმები ფლობდნენ აღნიშნულ ინფორმაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ სწორად გადაამისამართონ პაციენტები მუნიციპალიტეტთან. თემქის მაჟორიტარობის კანდიდატმა არამარტო ბავშვთა ჯანდაცვის, ასევე სკოლამდელი აღზრდის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გასული სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის, ბაგა-ბაღებში დაემატა ლოგოპედის, ფსიქოლოგისა და სპეცმასწავლებლის შტატები, ასევეგადამზადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პერსონალი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)