|
2017-10-19 11:28:23, 1981 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისიმ" სკოლის მოსწავლეებისთვის #1 ბარათის ოთხი ახალი დიზაინი შექმნა
"თიბისიმ" ოთხი დიზაინი შექმნა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება და სიახლეები. ყველას შეუძლია საკუთარი თავი მიაკუთვნოს ამ ოთხი კლუბიდან ერთ-ერთს, შესაბამისი ბარათი აიღოს და მიიღოს პირადად მასზე მორგებული შეთავაზებები, დაესწროს საინტერესო ღონისძიებებსა და ამავე თემით გატაცებული თანატოლები გაიცნოს. ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების ინტერესები, ხასიათი და მისწრაფებები, მათი #1 ბარათიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს არ არის უბრალოდ საბანკო ბარათი, ეს არის ერთგვარი ბილეთი, რომელიც თითოეულ ბავშვს საერთო ინტერესების მქონე უამრავი ახალი მეგობრის გაჩენას და მათთან დაუვიწყარ და საინტერესო სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს. ამისთვის საჭიროა, მხოლოდ მშობელთან ერთად მისვლა "თიბისის" ნებისმიერ ფილიალში და ოთხიდან ერთ-ერთი დიზაინის შერჩევა. #1 ბარათი სრულიად უფასოა და გამოიყენება ყველგან სადაც გადახდის ტერმინალია. მშობელი თავად წყვეტს დააწესოს თუ არა ბარათზე დღიური ხარჯვის ლიმიტი და რამდენი. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)