|
2017-10-18 19:59:16, 2280 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ამერიკის სავაჭრო-საინვესტიციო მისიას უმასპინძლებს
ხვალ, 19 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ,,ფუნიკულიორში", ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭო აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს სავაჭრო პალატის და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი დაესწრება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს სავაჭრო მისია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით იმართება. მისიის ფარგლებში სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები 100-ზე მეტ ბიზნესშეხვედრას გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერებისა და სამომავლო ინვესტირების მიზნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტუმრებს ეკონომიკის განვითარების გეგმას, მომავალი წლის პრიორიტეტულ პროექტებს და უახლეს ეკონომიკურ მიღწევებს წარუდგენს. ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier and VISA.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)