|
2017-10-18 15:50:47, 2771 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთი კატალონიას ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევით კიდევ ერთხელ დაემუქრა
თუ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების გაკეთების იდეას არ დაივიწყებს, ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, - ამის შესახებ ესპანეთის ვიცე-პრემიერმა სორაია საენს დე სანტამარიამ განაცხადა. როგორც BBC იუწყება, ოფიციალური მადრიდი კარლეს პუჩდემონის წერილს გამოეხმაურა და მას ახალი ულტიმატუმი წაუყენა. ვიცე-პრემიერს კატალონიის მეთაურის წერილი არალეგიტიმურად მიაჩნია. მისი თქმით, პუჩდემონმა არ გასცა პასუხი, აპირებს თუ არა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. პუჩდემონს კატალონიის ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, მარიანო რახოისთან შეხვედრა სურს. სწორედ ამიტომ, მან ოფიციალურ მადრიდს წერილი მიწერა. ცნობისთვის, ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი რეგიონისთვის, ავტონომიის სტატუსის წართმევას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)