|
2017-10-18 11:19:48, 2197 ნახვა
პოლიტიკა
ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახსნის. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები მოაწყობენ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის პრეზენტაციას, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები („საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)