11:11 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 16:52:27, 2030 ნახვა

საზოგადოება
საკაბელო ოპერატორებმა 6 ქართული არხი გათიშეს

საკაბელო ოპერატორებმა დღის 12:00 საათიდან „რუსთავი 2"-ს, "იმედს", "მაესტროს", "GDS"-ს, "მარაოს" და "კომედი არხს"  მაუწყებლობა გაუთიშეს.

მიზეზად თანხა დასახელდა, რომელსაც ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში, კომპანია "მედია რაითს ჯორჯია" ითხოვდა.

„საკაბელო ოპერატორებმა ამოწურეს მოლაპარაკების წარმოების ყველანაირი შესაძლებლობა, ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპროტესტოდ დღეს ყველა გათიშოს მითითებული 6 არხი. ეს არის საპროტესტო გათიშვა. პროტესტის უფლება ყველას აქვს, ეს არის კანონით გათვალისწინებული, ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს ოპერატორებს. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ ყველამ იცოდეს, რა შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა.

 „ნიუკომის“ წარმომადგენლის ზაზა აგლაძე თქმით, არჩევნების გამო შეიძლება, არხების გათიშვა დიდხანს არ გაგრძელდეს.

„ჩვენ ტრანზიტორები ვართ, მაყურებლამდე მიგვაქვს ინფორმაცია. აქეთ გადაგვიხადეთ ფული, რატომ არ გვიხდით? ჩვენ ხომ ამაში თანხები გვაქვს გვაქვს დახარჯული. ჩვენ ალბათ გავუწევთ  ანგარიშს იმას, რომ არის არჩევნები, შემდეგ ვიღაცამ რომ არ დაიხვიოს ხელზე და ჩვენ წინასწარ ვიცით ვინც დაიხვევს. გამომდინარე აქედან, შეიძლება ეს არ გაგრძელდეს დიდი ხნით“, - განაცხადა ზაზა აგლაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics