|
2017-10-17 15:20:06, 2152 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: გაგებით ვეკიდები აქციებს - არ შეიძლება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავს, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, აქციის მშვიდობიანი წარმართვა უზრუნველყონ. "გაგებით ვეკიდები აქციებს და პატივს ვცემ მათში მონაწილე ადამიანებს. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა სამართალდამცველს მოვუწოდებ, რომ აქციის მშვიდობიანად წარმართვა უზრუნველყონ. არავითარ შემთხვევა არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ, რომლებიც 31 აგვისტოს მოხდა, სადაც ეროვნული გვარდიის 4 წევრი დაიღუპა", - განაცხადა პოროშენკომ და დასძინა, რომ წესრიგის უზრუნველყოფა სამართალდამცველებისა და საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მნიშვნელოვანი ამოცანაა. ცნობისთვის, კიევში, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები პარლამენტს მოუწოდებენ დეპუტატების ხელშეუხებლობა გააუქმონ, ასევე შეცვალონ საარჩევნო კანონმდებლობა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ. ადგილზე 3.500 სამართალდამცველია მობილიზებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)