16:12 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 14:05:20, 2031 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ქუთაისის პარლამენტში წყალი ჩამოდის, შესაბამისად საჭიროა შენობის დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ქუთაისის სასახლის დაუყოვნებლივ რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრობს.

კობახიძის შეფასებით, ვითარება არასახარბიელოა.

„ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია  პარლამენტის ქუთაისის სასახლის შენობა, მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. წყალი ჩამოდის სამწუხაროდ შენობაში, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ შენობის რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის, შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და ძალიან  მნიშვნელოვანია, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარკი, რომელიც პარლამენტის ქუთაისის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, მოსახლეობას მოემსახურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არა მხოლოდ დეპუტატებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის, ეს პარკი, რომელიც გაკეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე, მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციას პარლამენტის თბილისის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელიც საჭიროებს.

„პარლამენტის თბილისის სასახლეში არის ერთ-ერთი ფლიგელი, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. აქ მოეწყობა ახალი სივრცეები, მათ შორის, საკონფერენციო სივრცეები და კიდევ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს იმ ფლიგელში, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics