|
2017-10-16 20:33:11, 2172 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანი სოფლების გამოცოცხლებაა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კაჭრეთის, ზემო კაჭრეთის, ნანიანის, ჯიმითისა და არაშენდის მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებთან გივი რამაზაშვილთან, ლევან თევდორაშვილთან, ზურაბ ბადრიაშვილთან და ვაჟა მამისაშვილთან ერთად შეხვდა. „ქართული ოცნების“გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილიმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებზე. მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო. ,, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი იმისთვის რომ გურჯაანი გავხადოთ ტურისტული ცენტრად მთელს კახეთის რეგიონში. თითოეულ სოფელში უნდა შეიქმნას პატარ–პატარა ტურისტული ზონები, რომელიც გააჩენს სამუშაო ადგილებს და მოიზიდავს ტურისტებს, ჩვენი მთავარი მიზანი არის სოფლების გამოცოცხლება და ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ძლიერ სახელმწიფოს, ძლიერი სოფელი სჭრდება,“–აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა. ,,ჩვენი თანადგომით მომავალი მერი შეძლებს მუნიციპალიტეტის მართვას, ძალიან გვჭირდება მისნაირი კარგი და გამოცდილი მენეჯერი,“– განაცხადა ჯიმითის მცხოვრებმა ქეთევან ვარაზაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)