|
2017-10-16 18:49:27, 845 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სტიქიურ კერებს ადგილზე გაეცნო
აჭარაში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გაააქტიურა. მეწყრულ კერებთან ერთად, ადგილი ჰქონდა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, რამაც ცალკეულ ადგილებში გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანებაც. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით და ხდებოდა მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ. უხვმა ნალექმა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც შექმნა. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქედის და ქობულეთის რამოდენიმე სოფელს. დილიდან მობილიზებულია „ენერგო-პროს" ბრიგადები და აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „საკმაოდ უხვი ნალექი მოვიდა მთაში. ხულოში მოვისმინეთ ყველა სამსახურის ანგარიში, თუ რომელ სოფელში რა მდგომარეობაა და როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. ყველა სამსახური, მობილიზებულია, მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განსაკუთრებით ვადევნებთ თვალყურს ზვავსაშიშ ზონებს. თუ მუნიციპალური სამსახურები ვერ გაწვდება და დასჭირდებათ ცენტრალური ხელისუფლების დახმარება, მზად ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ, რომელიც ხულოსა და შუახევის პრობლემური ადგილების დათვალიერების შემდეგ, დაბა ქედის მდგომარეობას გაეცნო. დაბა ქედაში ადიდებული მდინარე აკავრეთა კალაპოტიდან გადმოვიდა და დაბაში მდებარე სკვერი დატბორა. დაზიანდა სკვერში არსებული ინფრასტრუქტურა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. გეოლოგების რეკომენდაციით ზედა ჯოჭოში გაწმენდითი სამუშაოები განახლდება, როგორც კი გამოიდარებს. საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას საქართველოს საგზაო დეპარტამენტის და აჭარის საგზაო დეპარტამენტის მობილური ჯგუფები, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. ამ წუთებში საგანგებო შტაბი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ქედის გამგეობაში შეიკრიბა მომავალი ღონისძიებების გატარების დასაგეგმად. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)