03:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 12:20:34, 1927 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: სადგური „უნივერსიტეტი“ გახდება მაგალითი, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება

„იმედი მაქვს, რომ სადგური "უნივერსიტეტი" გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

პრემიერმა მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში ჩართულ ყველა პირს, განსაკუთრებით კი, ინჟინრებსა და მშენებლებს, მადლობა გადაუხადა.

„ამ პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა 84 მილიონი ლარის სახით და მადლობა აზიის განვითარების ბანკს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მეტროსადგური მთლიანად არის აღჭურვილი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. დღეისთვის, თბილისის მეტროთი ყოველდღიურად მგზავრობს 350-400 ათასი ადამიანი. ამ სადგურის ამუშავება დღეში დამატებით 15 ათას ადამიანს გაუადვილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას. იმედი მაქვს, რომ სადგური "უნივერსიტეტი" გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი ურბანული ტრანსპორტის განვითარება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყველა ის გეგმა, რაც ხელისუფლებას აქვს, სრულად განხორციელდება.

"მთლიანად ქვეყნაში ძალიან დიდი მასშტაბის ზრდაა დაგეგმილი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. მიმდინარე წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტებზე", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ 2018 წელს ერთდროულად ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება დაიწყება.

"2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოუტანს როგორც თბილისს, ასევე მთელ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის და სერიოზული განვითარების წელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics