|
2017-10-13 12:19:50, 2262 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარმა კალიფორნიის შტატში 3500 ობიექტი გაანადგურა. ხანძრის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. მედიის ცნობით, სტიქიის გამო რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამჟამად მეხანძრეები ხანძრის 22 ძლიერ კერას ებრძვიან სონომას შერიფის განცხადებით, 380 ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც BBC წერს, 91 ათასზე მეტი ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ მონაცემებს CNN ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, დაკარგულად 600 ადამიანი ითვლება. შეგახსენებთ, რომ ხანძარი კალიფორნიის შტატში კვირას გაჩნდა. წინასწარი ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სიცხეა. სპეციალისტების თქმით, რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ უწვიმია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)