02:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 18:19:12, 2196 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ანა დოლიძეს: თქვენ დღეს ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მომხსენებელმა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ საკითხის ირგვლივ ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ დაასახელა.

მდინარაძის შეფასებით, დოლიძე ზოგადი პოლიტიკური ფრაზებით შემოიფარგლა:

„ქალბატონო, ანა, თქვენ არ გითქვამთ არც ერთი იურიდიული არგუმენტი, ალბათ, მოგეხსენებათ კარგად ამ ყველაფერს რასაც განვიხილავთ, მათ შორის ვეტოს, კონსტიტუციურ ნორმებს, არ აქვს მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი, ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული მდგენელიც გააჩნია. არც ერთი იურიდიული არგუმენტი თქვენ დღეს  არ წარმოგიდგენიათ ჩვენს წინაშე. შემოიფარგლეთ მხოლოდ ზოგადი, პოლიტიკური ფრაზებით. ამასობაში წამოგცდათ-ჩვენი 20 პარტია, მართალი ბრძანდებით- თქვენი 20 პარტია“,-აღნიშნა მდინარაძემ და დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, რა კავშირშია ორპალატიანი პარლამენტის თემა  პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში არ არის ორპალატიანზე საუბარი, აღწერილობით ნაწილში იმსჯელა ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესაძლებლობის დადებით მხარეებზე, მაგრამ ამაზე საქართველოს გააჩნია პრინციპული პოზიცია ორპალატიანი პარლამენტი  იქნება მას შემდეგ, რაც გამთლიანდება ჩვენი ქვეყანა. რა შუაში იყო ამ არგუმენტის დაკავშირება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან“,-განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics