07:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 17:10:30, 1834 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საუდის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰ ალ-ბანიანს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა საუდის არაბეთის გენერალური შტაბის დელეგაციასთან ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ალ-ბანიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში კიდევ უფრო გააქტიურებს.


სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-ტექნიკურ საკითხებზე გამახვილდა.


საუდის არაბეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics