00:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:38:54, 2323 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი მედიას აკრიტიკებს - „ამაზრზენია, რომ აქვთ საშუალება, ყველაფერი დაწერონ“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ისევ გააკრიტიკა.

როგორც ტრამპმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, ამერიკელი ჟურნალისტები "ძალიან არაპატიოსნები" არიან.

მისივე თქმით, ჟურნალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ყველაფრის გამოქვეყნების უფლება.

„ამაზრზენია, რომ მედიას აქვს საშუალება დაწეროს ყველაფერი, რაც კი სურს. ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ. მედია ძალიან ცუდია, ეს ძალიან უპატიოსნო ხალხია. მედიის წარმომადგენლებიდან უმეტესობა ნეგატივზეა ორიენტირებული. მე მათ ყალბს ვუწოდებ. ძალიან ბევრია ყალბი ახალი ამბავი. როდესაც თქვენ უყურებთ ახალ ამბებს, ვერ ხვდებით სად არის სიმართლე და სად არა. თუმცა, როდესაც შენზე იწერება რაიმე ტყუილი, მაშინვე ხვდები, რომ ცრუ ინფორმაციასთან გაქვს საქმე“,- განაცხადა ტრამპმა.

თუმცა, მანვე დასძინა, რომ იცნობს ბევრ ჟურნალისტს, რომელიც პატიოსანი ადამიანია.

ცნობისთვის, პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია NBC-ის რეპორტაჟმა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ შეხვედრაზე ტრამპმა აშშ-ის ბირთვული არსენალის გაათმაგება გადაწყვიტა.

თავად პრეზიდენტმა, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელმა ემ ინფორმაციას სიცრუე და „ყალბი ახალი ამბავი" უწოდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics