|
2017-10-12 10:30:26, 2172 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი კონგრესმენ ჯონ მოოლენაარს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კონგრესმენ ჯონ მოოლენაარს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის აშშ-შო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა, საუბარი წარიმართა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. კონგრესმენმა ჯონ მოოლენაარმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც აშშ-ი იჩენს საქართველოს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. პირველმა ვიე-პრემიერმა კონგრესმენს გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელიც ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე და მისი პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის პროგრამაც საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის პრიორიტეტებს ეფუძნება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ. ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დისკუსიაში, გარდა ამისა, ის გამართავს შეხვედრებს როგორც აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, აგრეთვე დონორებისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან და აშშ-ის კონგრესის წევრებთან. (NS)
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)