|
2015-05-01 11:12:43, 552 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მთავრობის პარლამენტში წარდგენა ერთი კვირით გადადო
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა პრემიერს და პარლამენტს მივცე შესაძლებლობა, უფრო მშვიდ ვითარებაში ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. მე ვიყენებ ამ შემთხვევაში კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე. მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირაში, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მარგველაშვილმა. პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადების საკითხის გატანა ხვალ იგეგმებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)