|
2017-10-11 16:22:32, 2307 ნახვა
სამართალი
საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს
საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული პირები სასამართლოდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებებისა და ვიდეოკადრების საქმის მასალებში დართვა მოსთხოვა. ამასთან, დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მანამდე, სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, რომელზეც საკრებულოსთან დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაზე მიუთითა და ვიდეოკადრების დართვა მოითხოვა. ცნობისთვის, ორივე პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის მიწების გადაცემის საკითხს აპროტესტებდნენ. აქციის მსვლელობისას სულ 14 პირი დააკავეს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)