|
2015-05-01 11:05:44, 369 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კომიტეტებში, სავარაუდოდ, დღეს მოუსმენენ
მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს კომიტეტებში სავარაუდოდ დღეს მოუსმენენ. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე კი, სავარაუდოდ შაბათს გაიტანენ. იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ხელახლა გამოუცხადოს ნდობა, ამისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ცნობისთვის, ბოლო 1 ერთი წლის განმავლობაში მთავრობაში, რომელსაც პარლამენტის მიერ ნდობა ჰქონდა გამოცხადებული, 7 მინისტრი შეიცვალა. შესაბამისად, პარლამენტმა მთავრობას ხელახლა ნდობა უნდა გამოუცხადოს. პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტებზე უნდა წარედგინა კანდიდატები. თუმცა ცვლილება თავდაცვის სამინისტროსაც შეეხო. ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. მინდია ჯანელიძეს კი თინა ხიდაშელი შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)