|
2017-10-11 15:18:05, 2143 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვინ ჩაანაცვლებს გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ლადო ჭანტურიას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება და ჭანტურია ელჩის პოსტს ოფიციალურად დატოვებს: "მოგეხსენებათ, ლადო ჭანტურია არის ჯერ კიდევ ელჩი გერმანიაში. მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მოხდა. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ პარტნიორებთან კონსულტაციებს, ვგულისხმობ გერმანიას. პროცესი როდესაც დასრულდება, ამის შესახებ ცნობილი გახდება ყველასთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. კითხვაზე, განიხილება თუ არა ლადო ჭანტურიას შემცვლელად თბილისის მერის დავით ნარმანიას კანდიდატურა, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ კანდიდატურაზე განხილვები დაწყებული არ არის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, საშემოდგომო სესიაზე, საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია. მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120 წევრმა დაუჭირა მხარი. ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)