|
2017-10-11 13:41:17, 2218 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მკვლელობისმცდელობისთვის და ცემისთვის ბრალდებული ნ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითადა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 20 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, სოფელ დიღომში, ნ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გ.ქ.-ს დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო დ.კ.-ს სცემა დაშემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ქ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ნ.დ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით(მკვლელობის მცდელობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.დ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)