|
2017-10-10 17:35:28, 1871 ნახვა
ეკონომიკა
9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 49.35%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 199 063 მგზავრი, რაც 46.63%-ით (1 017 380 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 181 683 მგზავრი). ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2017 წლის 9 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 714 629 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 440 067 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 725 438 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 41.42% შეადგინა; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 77.82%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 9 თვეში აეროპორტი 182 588 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 324 677 მგზავრი შეადგინა - 142 089 მგზავრით მეტი; გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 428 314 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 58.31% ით (157 762 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (270 552 მგზავრი). „რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 005 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 900 მგზავრით, შესაბამისად 93.40%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 9 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 105). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 517 მგზავრს მოემსახურა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 4 725-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 16 215, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 13 696, ხოლო ჩარტერების 2 519. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.12%-ს შეადგენს. 14.42%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 9 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 95 288, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 109 032 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 26 458, 97 ტონა შეადგინა, რაც 4 207,75 ტონით, შესაბამისად, 18.91%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)