00:15 - 18 Aug, 2026
|
2017-10-10 13:49:54, 2211 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 70 ოფიცერი დააკავეს
თურქეთში, მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 70 ოფიცერი დააკავეს, - ამის შესახებ Sabah იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია სტამბოლში, ანკარაში, კაისერში, იზმირში და სხვა პროვინციებში ჩატარდა. მედიის ცნობით, დაკავებულია 62 სამხედრო საჰაერო ძალების, 4 საზღვარო ძალების ოფიცერი და 4 ჟანდარმი. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაიწყო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)