|
2017-10-09 19:11:09, 2171 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია: ირანთან ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი
"ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ მესამე ბაზრებზე წვდომაში. ირანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ 80 მილიონიანი ბაზარი, მისი საშუალებით შეგვიძლია უფრო ფართო რეგიონზე გავიდეთ“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ირანის კოოპერაციის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრთან ალი რაბიისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველო პირდაპირ სთავაზობს ირანულ კომპანიებს ქვეყანაში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში, ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც საქართველოს აქვს და განმარტა, რომ ეს შეიძლება იყოს ევროკავშირი და ყველა მეზობელი ქვეყანა გიორგი გახარიას თქმით, მინისტრთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სატრანსპორტო კორიდორებსაც, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის განვითარების თვალსაზრისით. ირანის კოოპერაციის შრომის, და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. პარალელურად, ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება ბიზნეს ფორუმიც. მხარეები ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, წყალმომარაგების, განათლებისა და კულტურის დარგში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ირანს შორის 48%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ირანიდან იზრდება ტურისტული ნაკადებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლის 9 თვეში, ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 127%-ით არის გაზრდილი. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)