19:28 - 20 Aug, 2026
|
2017-10-09 15:19:34, 2196 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის სახლში უცნობი პირი შეიჭრა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის სახლში უცნობი პირი შეიჭრა. როგორც მალხაზ მამალაძე ყვება, დღეს დილით მას უცნობი პირი საკუთარ სახლში თავს დაესხა და მისგან ფულს ითხოვდა. „გამთენიის ექვსის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ჩემთვის უცნობმა პირმა კარებზე დააკაკუნა, გავაღე და პირდაპირ მკითხა ვიყავით თუ არა გიორგი მამალაძის ძმა. ამის შემდეგ მან ხელი მომკიდა და მომთხოვა თანხა. მე სახლიდან გავიქეცი და 112-ში დავრეკე“, - განაცხადა მალხაზ მამალაძემ. „ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძარცვის მცდელობის მუხლითაა დაწყებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სახლიდან წაღებული არაფერია.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)