|
2017-10-09 13:45:43, 1890 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე: მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია
„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ რეჟიმში ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა და ეს საგარეო სექტორში გაზრდილ მაჩვენებელში კარგად ჩანს. „ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე კონკრეტული მაჩვენებელი გაცვლით კურსთან დაკავშირებით და ისევე, როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, არ აკეთებს გაცვლითი კურსის პროგნოზირებას. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, რომ ქვეყანაში გვქონდეს ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი. ეს იქნება ის კურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციური საგარეო შოკის შემთხვევაში, რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით გადაიტანოს ეს შოკი. გაცვლითი კურსის ასეთი რეჟიმი მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის და ის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა ძალიან კარგად ჩანს იმ საგარეო სექტორში გაზრდილ მაჩვენებელში, რომელზეც დღეს იყო საუბარი. მინდა დავამატო, რომ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები და ის მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად - ეს არის დოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში. როგორც მოგახსენეთ, აქ შედეგი გვაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)