01:21 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 11:38:05, 1921 ნახვა

კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ნატო-სთან ჩვენი თანამშროლობის ინტენსივობა დღითიდღე მატულობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე  საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ჯეიმს აპატურაის მიერ დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის მნიშვნელოვანი ელემენტი არის  ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა და ნატოსთან თავსებადობა.

მისივე თქმით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობის ინტენსივობა დღითიდღე მატულობს.

„ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, ჰარმონიზაცია ნატოსთან- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი საქმიანობის და რეფორმირების პროცესის. რა თქმა უნდა, მექნება შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან, ვისაუბრებთ ნატო-ს დაგეგმილ მომავალ სამიტთან დაკავშირებით, როგორც საქართველო- ნატოს კომისიის ფარგლებში მუშაობის თემატიკაზე. ახლა უწყებაში იმყოფებიან ნატოელი ექსპერტები, ასევე არიან წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებიდან, რომლებიც იხილავენ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ნატოსთან- ე.წ. ეროვნულ გეგმას.  რა თქმა უნდა, ჩვენი თანმშრომლობის ინტენსივობა ალიანსთან დღითიდღე მატულობს“,-განაცხადა დოლიძემ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ეწვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics