|
2017-10-09 11:20:47, 2114 ნახვა
სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ - ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა პირებმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)